ამოცანები

ამ გვერდზე გთავაზობთ ამოცანებს კოსინუსების თეორემის გამოყენებაზე, მზა ნახაზების გამოყენებით. აქ  თითოეულ გვერდზე ამოცანები მოყვანილია ორ ვარიანტად. თითოეულ ვარიანტში შესაბამისი ამოცანები (ანუ ამოცანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობენ) სავსებით იდენტურია, განსხვავება მხოლოდ მათ რიცხვით მონაცემებშია. ახლა ჩამოვთვალოთ იმ ტიპის ამოცანების ნუსხა, რომელთა ამოხსნაც შეიძლება კოსინუსების თეორემის გამოყენებით:
1. სამკუთხედის ორი გვერდითა და მათ შორის მდებარე კუთხით მესამე გვერდის პოვნა.
2. სამკუთხედის ორი გვერდითა და ერთ-ერთი მათგანის მოპირდაპირე კუთხის მიხედვით მისი მესამე გვერდის პოვნა.
3. სამკუთხედის სამი გვერდით მისი ნებისმიერი კუთხის პოვნა.
4. სამკუთხედის სამი გვერდით მისი სახის დადგენა კუთხეების მიხედვით. (მახვილკუთხაა, ბლაგვკუთხაა თუ მართკუთხაა მოცემული სამკუთხედი)
5. პარალელოგრამის ორი მეზობელი გვერდითა და ერთ-ერთი დიაგონალით მისი მეორე დიაგონალის პოვნა.
6. პარალელოგრამის ორივე დიაგონალითა და ერთ-ერთი გვერდით მისი მეორე გვერდის პოვნა.
7. დამოკიდებულება პარალელოგრამის დიაგონალებსა და მის გვერდებს შორის.
8. სამკუთხედის ორი გვერდითა და მესამე გვერდისადმი გავლებული მედიანით სამკუთხედის მესამე გვერდის პოვნა. 
9. სამკუთხედის ორი გვერდის მედიანითა და მისი მესამე გვერდით სამკუთხედის  დანარჩენი ორი გვერდის პოვნა.
10. კოსინუსების თეორემის გამოყენება ტრიგონომეტრიის გამოყენებით გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.  

Комментариев нет:

Отправить комментарий