воскресенье, 26 апреля 2015 г.

მისალმება

მოგესალმებით! მე ვარ მალხაზ ჯინისიანი, სსიპ გორის №2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. ამ ბლოგის შექმნის იდეა დიდი ხანია მაწუხებდა, მაგრამ მოუცლელობის, თუ სიზარმაცის  გამო მას დიდი ხანია ვერ ვახერხებდი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კოსინუსების თეორემა გეომეტრიაში და საერთოდ მათემატიკაში ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი თეორემაა, ანუ ამ თეორემის საშუალებით მრავალი ტიპის ამოცანის ამოხსნა შეიძლება და საერთოდ ყველა მათემატიკის მოყვარულს და მათემატიკით დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, რომ  მათემატიკის ნებისმიერი თემის (თეორემის) შესწავლის დროს ყურადღება მიაქციონ არა იმდენად თვით ამ თემის (თეორემის) შინაარსს, არამედ იმ საკითხს, თუ რაში გამოიყენება იგი, ანუ რა დროს უნდა მოვიხმაროთ იგი პრაქტიკაში,  ე. ი. ამოცანების ამოხსნისას.
ამ ბლოგზე შევეცდები ავხსნა ამ მეთოდის სარგებლიანობა. თავიდან გავიმეოროთ თვითონ თეორემა ამ სურათის მიხედვით:
ამის შემდეგ დავამტკიცოთ ამ თეორემის სამართლიანობა სხვადასხვა შემთვევებში: